Saturday, June 17, 2017

17.06.2017

კითხვარში ვისწავლეთ აუცილებლად შესავსები ველები, ვნახეთ კითხვარის პასუხები, ავარჩიეთ ფონი კითხვარისთვის. შევაჯამეთ პროექტი და მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.

Friday, June 16, 2017

16.06.2017

დავასრულეთ პროექტის გეგმა. ვისწავლეთ მეშვიდე მოდული - ფასილიტაცია (შევქმენით ონლაინ კითხვარი მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზანით)

Sunday, June 11, 2017

11.06.2017

ვისწავლეთ მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხები (გარდნერის თეორიის მიხედვით) მოსწავლეთა ინდივიდუალური განმასხვავებლის მახასიათებლები. შევქმენით კითხვები მოსწავლეთა ინტერესების მიხევით და ავაწყეთ ცხრილში. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, გავიხსენეთ დიზაინის შეცვლა, ვისწავლეთ ბლოგის ფაზიარება და სხვ. მოვძებნეთ "ხარაჩოები" ჩვენი გაკვეთილისთვის.

Saturday, June 10, 2017

10.06.2017

ვისწავლეთ ღილაკი "REPLACE" გამოყენება. განვმარტეთ მოდული 5. შევქმენით შეფასების რუბრიკები. გავაზიარეთ მოსწავლის ნამუშევარი.

Sunday, May 14, 2017

14.05.2017 (თამარობა)

ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები. პროექტისთვის ავარჩიეთ შეფასების ფორმები. დავგეგმეთ აქტივობები. დეტალურად გავწერეთ სამოქმედო გეგმა. გამოვიყენეთ აქტიურად google document. ერთმანეთს ვაჩვენეთ საკუთარი ნამუშევრები შევაფასეთ კომენტერებით.

Saturday, May 13, 2017

13.05.2017

.ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტების გადმოვწერეთ, შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას, ავარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები .დავწერეთ მიზანი, რომელიც შეესაბამება სტანდარტებს .შევარჩით მაღალი საააზროვნო უნარების მიხედვით კითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი

Sunday, May 7, 2017

07.05.2017

. მოვისმინეთ ყველას პროექტის ვერსია, დავეხმარეთ ერთმანეთს პროექტების დახვეწაში . ჩავწერეთ ეს ყველაფერი პროექტის ფორმაში . ვისწავლეთ ბროშურის შექმნა (ვნახეთ ინტელის და ვორდის ბროშურები)

17.06.2017

კითხვარში ვისწავლეთ აუცილებლად შესავსები ველები, ვნახეთ კითხვარის პასუხები, ავარჩიეთ ფონი კითხვარისთვის. შევაჯამეთ პროექტი და მოვისმინეთ ჯგუ...